ჯუდ ბელინგემი შეიძლება ორი თვე ვერ დაბრუნდეს #1TVSPORT

12:30, 14.02.2026

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის დაბრუნება, შესაძლოა, მხოლოდ ორი თვის შემდეგ შედგეს. ვარაუდობენ, რომ ინგლისელი მინდორზე გასვლას მხოლოდ აპრილში შეძლებს.

ბელინგემმა ბარძაყის ტრავმა „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში მიღო. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ის ერთი თვით გამოვიდა მწყობრიდან.

ახლა ესპანურ პრესაში იწერება, რომ ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ და ბელინგემს ორი თვის გამოტოვება მოუწევს.

ამ სეზონში ნახევარმცველმა ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

მსგავსი