ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT
ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT

ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„დორტმუნდის“ 19 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა. მან და „ბაიერნმა“ ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და მიუნხენური კლუბი ჩემპიონი ბურთების უკეთესი სხვაობით გახდა.