ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
„დორტმუნდის“ 19 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა. მან და „ბაიერნმა“ ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და მიუნხენური კლუბი ჩემპიონი ბურთების უკეთესი სხვაობით გახდა.