ჯუანშერ ბურჭულაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
ჯუანშერ ბურჭულაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ.

მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკეს და ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრნენ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მუდამ გვახსოვდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ტრადიციულად, აღდგომის დღეებში პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.

ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.