ჯუანშერ ბურჭულაძე - წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა, თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა
ჯუანშერ ბურჭულაძე - წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა, თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს გაწეული ხარჯების შესახებ საბუთები ან გამქრალი, ან გადამალული იყო.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა.

„მე არ დამიანონსებია, რომ კიდევ რაიმე საქმის აღძვრას ვაპირებთ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. მე ამას არ ვარქმევ კორუფციას, ეს იყო მთელი ხელისუფლების მიერ თანხების მიტაცება. ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა, ამის გაკეთებას ალბათ ათი წლის ბავშვიც არ იკადრებს. არაფერი ზედმეტი ჭკუა ამას არ სჭირდება. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არც კი დავუყადაღეთ ტელევიზია მას. თქვენ იცით მისი მოღვაწეობის შესახებ, ჯერ ქართველი ხალხი გაძარცვა, შემდეგ წავიდა და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა. რაზეა საერთოდ საუბარი, მე არ ვიცი. წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა, როგორ ბედავენ საერთოდ მორალზე საუბარს, არ ვიცი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.