ჯუანშერ ბურჭულაძე - მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს, გამოძიება დაადგენს, რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის მიზეზი
ჯუანშერ ბურჭულაძე - მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს, გამოძიება დაადგენს, რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის მიზეზი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება და რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

„მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახების წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.