ჯუანშერ ბურჭულაძე - მადლობას ვუხდი ევროკავშირს 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის, აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოგისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის
ჯუანშერ ბურჭულაძე - მადლობას ვუხდი ევროკავშირს 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის, აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოგისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს კონკრეტული დახმარებისთვის, რაც დაუმტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოგისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის.

„მოგეხსენებათ, შარშან იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირმა გამოუყო დაახლოებით 12 მილიონი ევრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. წელს ჩვენ მივიღეთ ასევე ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს 20 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას. აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოგისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.