ჯუანშერ ბურჭულაძე - კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, შემზარავი კადრები ვნახეთ და ყველანი ვიყავით ამ მოვლენების გარშემო, მთელი საქართველოსთვის ეს არის დაუვიწყარი ტრაგედია
ჯუანშერ ბურჭულაძე - კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, შემზარავი კადრები ვნახეთ და ყველანი ვიყავით ამ მოვლენების გარშემო, მთელი საქართველოსთვის ეს არის დაუვიწყარი ტრაგედია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიასთან ვერტმფრენების საკითხზეც ისაუბრა.

„ეს კატასტროფაა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. შემზარავი კადრები ვნახეთ და ყველანი ვიყავით იქ ამ მოვლენების გარშემო. მთელი საქართველოსთვის ეს არის დაუვიწყარი ტრაგედია. ვერტმფრენებზე გაგეცით პასუხი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა აქ, ვერტმფრენები მეტი გვეყოლებოდა თუ არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და შეკვეთიდან იწყება კონკრეტული ვერტმფრენის დამზადება. ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთი პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო. იღებენ შეკვეთას და იწყება დამზადება. როდის იქნება – გაგცათ ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი, ვინც არის დამკვეთი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.