ჯუანშერ ბურჭულაძე - ფარული მიყურადების თემას ნუ გავაიგივებთ იმასთან, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ და შემდეგ აშანტაჟებდნენ
ჯუანშერ ბურჭულაძე - ფარული მიყურადების თემას ნუ გავაიგივებთ იმასთან, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ და შემდეგ აშანტაჟებდნენ

ვინ ჩაიდინა დანაშაული, ამას დაადგენს სასამართლო და ბრალდების მხარე წაუყენებს ბრალს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ფარული მიყურადების საკითხზე დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„სამართლებრივ ჭრილში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და წინასწარ ნუ აძლევთ თქვენ დანაშაულს კვალიფიკაციას. ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ ყველა მხარეს. ვინ ჩაიდინა დანაშაული, ამას დაადგენს სასამართლო და ბრალდების მხარე წაუყენებს ბრალს. თუ ამის გამოყენება გნებავთ წინასაარჩევნოდ და გინდათ, შეადაროთ გაუპატიურებული ხალხის ჩაწერას, ეს არის რადიკალურად, არსებითად სხვადასხვა შემთხვევა“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, დანაშაულზე სამართლებრივ ჭრილში ყველამ უნდა აგოს პასუხი.

„ნუ აიგივებთ აღნიშნულ მოვლენებს იმასთან, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.