ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ესა თუ ის დაფინანსება გვინდა თუ არა, რა თქმა უნდა, როცა სესხზეა საუბარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ესა თუ ის დაფინანსება გვინდა თუ არა, რა თქმა უნდა, როცა სესხზეა საუბარი

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ესა თუ ის დაფინანსება გვინდა თუ არა, რა თქმა უნდა, როცა სესხზეა საუბარი, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებას შეეხებოდა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის პროცესი არის ცვალებადი.

„აბა, თუ ჰკითხვათ თქვენ 2012 წლამდე როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, იყო ძალიან დაბალ დონეზე. ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ესა თუ ის დაფინანსება გვინდა თუ არა, რა თქმა უნდა, როცა არის სესხზე საუბარი. 2012 წლიდან ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი, როდესაც მივაღწიეთ უმაღლეს ნიშნულს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის. ეს ურთიერთობა გრძელდება დღესაც. აბა, რითი კეთდება ის მასშტაბური ღონისძიებები ინფრასტრუქტურაში, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსებით. სად იყვნენ 2012 წლამდე ეს საერთაშორისო ინსტიტუტები თუ კითხულობთ. ეს არის ყოველდღიური მუშა პროცესი. ნუ ქმნით ტრაგედიას ამისგან“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.