ჯუანშერ ბურჭულაძე - აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის კომპანია „რაფაელთან“ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება, რაც არსებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზებას ითვალისწინებს
ჯუანშერ ბურჭულაძე - აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის კომპანია „რაფაელთან“ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება, რაც არსებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზებას ითვალისწინებს

აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელთან“ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება, რაც არსებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისი განცხადებით, წელს სრულდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა.

მისივე თქმით, აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტა საცეცხლე მანქანებით.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. მისივე თქმით, ამ მიმართულებით შესყიდვები და ჯარის გაძლიერების პროცესი მომავალი 10 წლის განმავლობაში ინტენსიურად განხორციელდება.