ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ 2024 წლიდან ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდა იგეგმება
ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ 2024 წლიდან ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდა იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ 2024 წლიდან ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალებისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე საუბრისას განსაკუთრებული ადგილი დაუთმო თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობს მოხალისეების ჩართულობას საერთაშორისო, უწყებათაშორისი და თავდაცვის ძალების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში.

ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ უწყებას გათვალისწინებული აქვს მოხალისეთა ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინსტიტუციურად ინტეგრაცია.

„ჩვენ ამ პროცესს გავხდით უფრო კონტროლირებადს. არ შეიძლება, არსებობდეს რაიმე სახის სამხედრო ან სამხედროსთან დაახლოებული ორგანიზაციები, რომელიც არ იქნება სახელმწიფო უწყების მიერ გაკონტროლებული. ეს საკითხი იქნება დარეგულირებული“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.