ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწიეს
ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ბორელის თქმით, შეთანხმებასთან დაკავშირებით შემდგომი დისკუსიები საჭირო აღარ არის, თუმცა აუცილებელია დამატებითი მოლაპარაკებების წარმოება შეთანხმების რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ესწრებოდა. კოსოვოს მხრიდან კი შეხვედრაში კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი მონაწილეობდა.