ჟოზეფ ბორელის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი ​მოლაპარაკების მხარეებს ამ დღეებში კონკრეტული შეთავაზებით მიმართავს
ჟოზეფ ბორელის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი ​მოლაპარაკების მხარეებს ამ დღეებში კონკრეტული შეთავაზებით მიმართავს

ევროპული საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონი ამ დღეებში გააკეთებს კონკრეტულ შეთავაზებას იმ ხაზების შესაბამისად, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს სიტუაცია ყველა მხარისგან მოითხოვს ურთიერთმისაღებ შედეგს, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ნათელია, რომ ის მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

„ევროკავშირი დიდი ხანია, ჩართულია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ფასილიტაციაში, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მესმის, რომ ის მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის. ევროკავშირი დიდი ხანია, ჩართულია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ფასილიტაციაში და ახლახანს, მარტის დასაწყისში თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავედით. დღეს შეხვედრაზე შევაჯამეთ ამ მედიაციის ძალისხმევა, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი მიშელი და მისი პერსონალური წარმომადგენელი დანიელსონი, რომელიც განაგრძობს თბილისში ვიზიტს. სამწუხაროდ, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მესმის, რომ ის მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის. იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი ამ დღეებში გააკეთებს კონკრეტულ შეთავაზებას იმ ხაზების შესაბამისად, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს სიტუაცია ყველა მხარისგან მოითხოვს ურთიერთმისაღებ შედეგს“, – განაცხადა ბორელმა.