ჯოზეფ ბორელი - ვსაუბრობთ საქართველოსთან, მაგრამ კანდიდატის სტატუსზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის
ჯოზეფ ბორელი - ვსაუბრობთ საქართველოსთან, მაგრამ კანდიდატის სტატუსზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის

ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსთან, მაგრამ კანდიდატის სტატუსზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის, – ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

ჯოზეფ ბორელმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტებს კითხვას, საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და იქნება თუ არა ამაზე საუბარი პრემიერთან შეხვედრაზე, ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველოს წევრობის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოსაზრებას ევროკომისია ამზადებს.

„თხოვნა წარდგენილია. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის“, – განაცხადა ბორელმა.

დატოვე კომენტარი