ჯოზეფ ბორელი - ვფიქრობ, საქართველოში ჩემი ვიზიტი გაწევრიანების პროცესის გასააქტიურებლად კარგი ბიძგი იყო, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ვერ გეტყვით, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება 
ჯოზეფ ბორელი - ვფიქრობ, საქართველოში ჩემი ვიზიტი გაწევრიანების პროცესის გასააქტიურებლად კარგი ბიძგი იყო, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ვერ გეტყვით, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება 

ჩვენ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას, ევროკავშირის ლიდერებს არ შეუძლიათ, წინასწარ განჭვრიტონ, თუ რას იტყვის კომისია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკომისიის შეფასებასთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, მე ვიმყოფებოდი საქართველოში ცოტა ხნის წინ. ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტი იყო კარგი ბიძგი გაწევრიანების პროცესის გასააქტიურებლად. მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა ვერ გეტყვით, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება“, – განაცხადა ბორელმა.