ჯოზეფ ბორელი - „ვაგნერის“ ამბოხი აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში
ჯოზეფ ბორელი - „ვაგნერის“ ამბოხი აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში

„ვაგნერის“ ამბოხი აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს.

რუსეთში „ვაგნერის“ დაჯგუფების მიერ შეწყვეტილი ამბოხი მიუთითებს ბზარებზე მოსკოვის სამხედრო ძალაში, რაც, ბორელის თქმით, გამოწვეულია უკრაინასთან ომით.

„პოლიტიკური სისტემა აჩვენებს სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება. არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, შეიძლება, გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში“, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ეს არის მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა „ისე, როგორც არასდროს“.