ჯოზეფ ბორელი - უკანონო რეფერენდუმებთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ კრემლი იმავე სქემით მოქმედებს, რაც ვნახეთ 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში
ჯოზეფ ბორელი - უკანონო რეფერენდუმებთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ კრემლი იმავე სქემით მოქმედებს, რაც ვნახეთ 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში

რუსეთის მიერ ორგანიზებულ უკანონო რეფერენდუმებთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ კრემლი იმავე სქემით მოქმედებს, რაც ჩვენ ვნახეთ 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევაა.

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს, რომელშიც როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები შევლენ.

„საერთო ჯამში, არის 1 300-ზე მეტი ფიზიკური პირი და სუბიექტი. ეს სია მიმართულია ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების, ოლიგარქების, სამხედრო მაღალჩინოსნების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში. რუსეთის ბოლო ესკალაციის საპასუხოდ, რომელიც ეხება 300 000 ადამიანის მობილიზაციას, ჩვენ გამოვდივართ დამატებითი შემზღუდველი ზომების დაწესების ინიციატივით მათ წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ, ან სარგებელს იღებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრით“, – თქვა ჟოზეფ ბორელმა.