ჯოზეფ ბორელი – „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გამოთხოვაზე განცხადება კარგი ნიშანია, ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ პროცედურულ ნაბიჯებზე
„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებული განცხადება კარგი ნიშანია, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველომ ქუჩაში გამოხატა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებისადმი საკუთარი მისწრაფება. ეს მშვიდობიანი პროტესტი იყო ძლიერი და სანახავად ემოციური. განცხადება „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით კარგი ნიშანია. ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ პროცედურულ ნაბიჯებზე, რომლის გაყოლაც აუცილებელია“, – წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“.
Georgians took the streets to express their aspiration for democracy and European values. These peaceful protest were strong and moving to see.
Announcement to withdraw the draft law on “transparency of foreign influence” is a good sign, now concrete legal steps need to follow. pic.twitter.com/Zi4NJST6iZ
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) March 9, 2023