ჯოზეფ ბორელი - მინისტერიალზე განვიხილავთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს, ვერ დაგპირდებით, რომ საბოლოო შეთანხმება დღეს გვექნება, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას
ჯოზეფ ბორელი - მინისტერიალზე განვიხილავთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს, ვერ დაგპირდებით, რომ საბოლოო შეთანხმება დღეს გვექნება, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას

საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განვიხილავთ უკრაინაში არსებულ ვითარებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ საბოლოო შეთანხმება დღეს გვექნება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომმა დიდი ტკივილი მიაყენა არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ მთელ მსოფლიოს.

„ამ კვირაში უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიიდან ერთი წელი გახდება. ერთი წლის შემდეგ რას ვხედავთ, მოკლულია ათასობით ადამიანი, მასობრივი განადგურება, გრძელდება დაბომბვები. ამან დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკასაც და თავდაყირა დააყენა ენერგოფასები, საკვების კრიზისი, ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ მთელ მსოფლიოს. განსაკუთრებით კი, უკრაინელებს. განგრძობადი დაბომბვები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. ამ კვირაში ყურადღება გამახვილებული იქნება ამ აგრესიაზე პასუხის გაცემაზე. ჩვენ განვიხილავთ უკრაინაში არსებულ ვითარებას, სანქციების მე-10 პაკეტს, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ დღეს გვექნება საბოლოო შეთანხმება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.