ჯოზეფ ბორელი - რუსეთის ომის დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩება, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება
ჯოზეფ ბორელი - რუსეთის ომის დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩება, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება.

აღნიშნულის შესახებ ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ესპანელმა დიპლომატმა რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ ახალ სარაკეტო დარტყმებს უაზრო უწოდა.

„უკრაინაზე კიდევ ერთი უაზრო და მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმა განურჩევლად ანადგურებს ინფრასტრუქტურას და სამედიცინო დაწესებულებებს, განზრახ ირჩევს სამიზნეს და კლავს სამოქალაქო პირებს. რუსეთის ომის დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება, შესუსტების გარეშე“, – წერს ბორელი.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო დარტყმა 29 დეკემბერს განახორციელა.