ჯოზეფ ბორელი – რუსეთის აგრესიული ომი არის უდიდესი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შეგვიძლია და მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინისთვის

14:30, 01.02.2024

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, დრო არ ითმენს და ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად.

ბორელმა აღნიშნულის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს ლიდერები ფოკუსირებული იქნებიან უკრაინის საკითხზე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი არის უდიდესი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ. მას სურს, გაანადგუროს ქვეყანა, დაყოს უკრაინა ორ ნაწილად და ისინი ამას აგრძელებენ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი უკრაინისთვის, რადგან ეს არის უდიდესი საფრთხე ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამას თუ არ გავაკეთებთ, უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს“,  – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი