ჯოზეფ ბორელი – ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, ევროკავშირის კარი ღიაა, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას
ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
„ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, – წერს ბორელი.
The Georgian people have shown their unshaken commitment to European values many times.
The European Commission today recommend to grant Georgia the EU candidate status.
The EU’s door is open. We will continue supporting #Georgia on its EU path. pic.twitter.com/OLg1hwiCfH
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) November 8, 2023