ჯოზეფ ბორელი – პუტინს მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს, უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ
პუტინს მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს, უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ უკრაინისადმი ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
ბორელის თქმით, 22 აპრილს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე თამამ გადაწყვეტილებებს ელოდება.
„გუშინ რუსეთმა ისევ განახორციელა ბარბაროსული დარტყმა უკრაინაზე მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ შეაჩერებს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მეტი სამხედრო მხარდაჭერა. 22 აპრილის საბჭოს სხდომის წინ, დღეს მე მივწერე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის რაკეტების გასანადგურებლად, ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დახმარებას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, მნიშვნელობა ექნება“, – წერს ბორელი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მან უკრაინის მთავრობას მაისში უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის ფორუმის ერთობლივად გამართვა შესთავაზა.
Yesterday Russia hit again Ukraine with barbaric attacks against its people & critical infrastructure.
Words alone will not stop Putin. We must deliver more military support.
Today, I wrote to EU Foreign Affairs and Defence Ministers ahead of the FAC on 22 April.
Thread👇
1/5— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) April 11, 2024