ჯოზეფ ბორელი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი ამჟამინდელი ფორმით.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები“,- წერს ჯოზეფ ბორელი.
The Council of Europe @VeniceComm has strongly recommended Georgia to repeal the Law on Foreign Influence in its current form.
We call on the authorities to follow the recommendation in view of safeguarding the fundamental elements of Georgia’s democracy.— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) May 22, 2024