ჯოზეფ ბორელი – კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე
კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ბორელის თქმით, საქართველო ევროკავშირის ძლიერი პარტნიორია.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ პროგრესზე საქართველოს ევროპული მომავალის მიმართულებით“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
Good meeting with @Zourabichvili_S on Georgia’s path to the EU and regional security situation.
Georgia is our strong partner. We support strong institutions working together on progress towards its EU future. pic.twitter.com/wJd6VtkFLP
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) September 8, 2023