ჯოზეფ ბორელი - ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს და შიმშილს ომის იარაღად იყენებს
ჯოზეფ ბორელი - ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს და შიმშილს ომის იარაღად იყენებს

ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს და შიმშილს ომის იარაღად იყენებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ღაზა აღარ არის შიმშილის ზღვარზე, არამედ შიმშილის მდგომარეობაშია, რაც გავლენას ახდენს ათასობით ადამიანზე.

„ეს მიუღებელია. შიმშილი გამოიყენება, როგორც ომის იარაღი. ისრაელი შიმშილის პროვოცირებას იწვევს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

საპასუხოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ბორელს მოუწოდა, შეწყვიტოს ისრაელზე თავდასხმა და აღიაროს ისრაელის თავდაცვის უფლება „ჰამასის“ დანაშაულების წინააღმდეგ.