ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს - მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე
ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს - მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს.

როგორც ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, მოუთმენლად ელოდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას.

„ვულოცავ ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე, ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას, – წერს ჯოზეფ ბორელი.