ჯოზეფ ბორელი - იმედი მაქვს, ნატო დაძლევს თურქეთის წინააღმდეგობას შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით
ჯოზეფ ბორელი - იმედი მაქვს, ნატო დაძლევს თურქეთის წინააღმდეგობას შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით

იმედი მაქვს, რომ ნატო დაძლევს თურქეთის წინააღმდეგობას შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით, – ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

„ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭო მტკიცედ დაუჭერს მხარს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრებას. ვიცი, რომ თურქეთმა გარკვეული წინააღმდეგობა წარმოადგინა. იმედი მაქვს, ნატო შეძლებს მათ გადალახვას. თუმცა ჩემი მხრიდან და თავდაცვის მინისტრების საბჭოს მხრიდან არსებობს მტკიცე მხარდაჭერა ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრების მიმართ“, – განაცხადა ბორელმა.

როგორც ცნობილი, თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრებას. ამის მიზეზად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ის ფაქტი დაასახელა, რომ ეს ორი ქვეყანა თავშესაფარს აძლევს ქურთ მუშათა პარტიის წევრებს. ამ ორგანიზაციას თურქეთის ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.