ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდებს
ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ეს დახმარება ეფექტურია“, – განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ბორელის თქმით, ერთ დღესაც და კვირასაც კი მნიშვნელობა აქვს, რადგან უკრაინაში ზამთრის დადგომასთან ერთად, ქვეყნის აღმოსავლეთით საომარი მოქმედებების წარმოება გართულდება.

„როცა პუტინმა ეს ომი დაიწყო, ვის შეეძლო, ეწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდებოდა, თავდაცვაზე გადასულიყო და ფაქტობრივად, უკან დაეხია? ასეთ რამეს საერთოდ ვინ წარმოიდგენდა?“ – განაცხადა ბორელმა.