ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები არ ეთანხმებიან ზოგიერთ ადამიანს, ვინც ამბობს, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს, ყველაფერი პირიქით არის, უკრაინის საქმე კარგად მიდის
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები არ ეთანხმებიან ზოგიერთ ადამიანს, ვინც ამბობს, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს, ყველაფერი პირიქით არის, უკრაინის საქმე კარგად მიდის

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები არ ეთანხმებიან ზოგიერთ ადამიანს, ვინც ამბობს, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერია და კიევის დახმარება გაგრძელდება.

„ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები არ ეთანხმებიან ზოგიერთებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის დახმარება. არა, ყველაფერი პირიქითაა. უკრაინის საქმე კარგად მიდის“, – განაცხადა ბორელმა.

მანამდე უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.

ეს განცხადება კიევში მკაცრად გააკრიტიკეს.