ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე უკრაინის შესახებ ისაუბრებენ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ შეიძლება მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინის მოსახლეობას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ უკრაინაზე. ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად, საბჭოს გავაცნობ უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებას. უკრაინაში არის რუსული ჯარების სასტიკი აგრესია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმასთან დაკავშირებით, რაც ადგილზე ვნახეთ. ჩვენ გავხსენით საკუთარი წარმომადგენლობა კიევში. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას, ასევე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. შეხვედრა იქნება გენერალურ პროკურორთან, ბატონ ხანთან. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ყველა სახის დახმარებას როგორც უკრაინელი პროკურორების, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების მიმართ“, – განაცხადა ბორელმა.