ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას. აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

„2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს. ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები თანდათან გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აფერხებდა ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიულობის წინაშე. ის ალბათ თვლიდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგოდამოკიდებულების გამო. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი, არასწორი გათვლებიდან, რომელიც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ რუსულ ენერგორესურსებზე ასეთი სწრაფი უარი სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს.

„ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად და ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობით”, – აღნიშნავს ბორელი.