ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ, დროული შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან, გვინდა, ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში

21:12, 06.09.2022

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ, დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, – აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.

მსგავსი