ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი მზად არის, კვლავ გააგრძელოს ბელარუს ხალხთან მუშაობა კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული თანამშრომლობის განსავითარებლად და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად
ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ევროკავშირი მზად არის, კვლავ გააგრძელოს ბელარუს ხალხთან მუშაობა კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული თანამშრომლობის განსავითარებლად და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
შეგახსენებთ, ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა. ბელარუსმა ასევე გამოიწვია თავისი წარმომადგენელი ევროკავშირიდან და მოუწოდა ბრიუსელს, ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. ასევე, მინსკმა დააწესა შეზღუდვები ევროკავშირის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებაში მონაწილეობდა.
Despite the decision by the Lukashenko regime to suspend #Belarus participation in the #EasternPartnership, we are ready to continue working with the Belarusian people to strengthen the bonds, foster regional cooperation and tackle joint challenges.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) June 28, 2021