ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება ბორელიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთა. მისივე თქმით, ბელარუსში ვითარება უარესდება.

„სამწუხაროდ, სიტუაცია უარესდება და მშვიდობიანი აქტივისტების რეპრესიები გრძელდება. ამის ნახვა ტელევიზიით ყველას შეუძლია. დღეს ჩვენ განვიხილავთ, როგორ უნდა დავუჭიროთ უკეთ მხარი ბელარუს ხალხს და როგორ გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობებს ბელარუსის მთავრობასთან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ლუკაშენეკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ“, – განაცხადა ბორელიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოს წევრები დღეს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდნენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ინკლუზიურ დიალოგს ბელარუსი ხალხის უფლებაზე, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევანი. ეს ვერ ჩაითვლება ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევად, რადგან დემოკრატია და ადამიანის უფლებები ევროკავშირის იდენტობის საფუძველს წარმოადგენს“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

დატოვე კომენტარი