ჟოზეფ ბორელი - მოვიდა დრო, გამოვიჩინოთ ლიდერობა და გლობალურად გავაძლიეროთ ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა
ჟოზეფ ბორელი - მოვიდა დრო, გამოვიჩინოთ ლიდერობა და გლობალურად გავაძლიეროთ ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

დრო მოვიდა, გამოვიჩინოთ ლიდერობა და გლობალურად გავაძლიეროთ ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, – ეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაა, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთის მიერ სტამბოლის კონვენციიდან (ქალთა მიმართ ძალადობის ევროპული კონვენციიდან) გასვლის გამო. ბორელი მოუწოდებს თურქეთის მთავრობას გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.

„დრო მოვიდა, გამოვიჩინოთ ლიდერობა და არათუ უკან დავიხიოთ, არამედ გავაძლიეროთ გლობალური ძალისხმევა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, არ შეგვიძლია არ გამოვთქვათ ღრმა შეშფოთება თურქეთის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ქალთა ძალადობის ევროპული კონვენცია დატოვა, რომელსაც სტამბოლის კონვენცია ჰქვია. ეს საშიში სიგნალია მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის“, – აცხადებს ბორელი.

სტამბოლის კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს. დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალების დაცულობა.

თურქეთმა კონვენცია გუშინ დატოვა.