ჯოზეფ ბორელი - დღევანდელი შეფასებები არის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი
ჯოზეფ ბორელი - დღევანდელი შეფასებები არის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის, ასევე ჩვენს საერთო კონტინენტზე მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ეს არის გადამწყვეტი მომენტი, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„დღევანდელი შეფასებები არის მათი ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმის ძალისხმევას, რომ ეს რეალობად აქციოს“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დატოვე კომენტარი