ჯოზეფ ბორელი დღეს ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებში მიიღებს მონაწილეობას
ჯოზეფ ბორელი დღეს ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი დღეს ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებში მიიღებს მონაწილეობას. დებატები რუსეთში არსებულ სიტუაციას და ბორელის მოსკოვში ვიზიტს შეეხება. ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დებატების დროს დეპუტატები ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საკითხს, ასევე რუსეთში გამართული აქციების დროს მასობრივ დაკავებებს, დიპლომატების გამოძევებასა და ჯოზეფ ბორელის ვიზიტს განიხილავენ.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით გასულ კვირას იმყოფებოდა. ბორელის მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი , ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობის გამო ქვეყნიდან გააძევა.