ჯოზეფ ბორელი ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს
ჯოზეფ ბორელი ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

როგორც ბორელმა განაცხადა, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებთან ცალკეული შეხვედრების შემდეგ, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ორივე მხარეს მოუწოდა ახალი არჩევნების ჩატარებისკენ.

„არჩევნები იყო პრობლემის ბირთვი და გადაწყვეტის ბირთვი სწორედ არჩევნებია. ჩვენ ვთხოვეთ ორივე მხარეს, რომ გამოაცხადონ ვადამდელი არჩევნები ოთხივე მუნიციპალიტეტში სერბების უპირობო მონაწილეობით, რიგგარეშე არჩევნები რაც შეიძლება მალე“,- აღნიშნა ბორელმა.

კოსოვოს ჩრდილოეთით, რომელიც ძირითადად ეთნიკური სერბებით არის დასახლებული, უმძიმესი დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს. ვითარება გასულ თვეში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეთნიკურად ალბანელმა მერებმა დაიკავეს თანამდებობები.