ჯოზეფ ბორელი - აშშ-ის ქოლგა შესაძლოა, მუდმივად გახსნილი არ იყოს, იმის გათვალისწინებით, ვინ ხელმძღვანელობს ვაშინგტონს, შესაძლოა, ჩვენ ვერ ვიყოთ ამერიკისგან დაცვის იმედად
ჯოზეფ ბორელი - აშშ-ის ქოლგა შესაძლოა, მუდმივად გახსნილი არ იყოს, იმის გათვალისწინებით, ვინ ხელმძღვანელობს ვაშინგტონს, შესაძლოა, ჩვენ ვერ ვიყოთ ამერიკისგან დაცვის იმედად

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აშშ-ის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნების საკითხზე ისაუბრა.

ბორელის თქმით, აშშ-ის ქოლგა, რომელსაც ცივი ომის დროიდან ეყრდნობოდნენ, შესაძლოა, მუდმივად გახსნილი არ იყოს.

„იმის გამო, თუ ვინ ხელმძღვანელობს ვაშინგტონს, შესაძლოა, ჩვენ ვერ ვიყოთ ამერიკისგან დაცვის იმედად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.