ჯოზეფ ბორელი - ახლო აღმოსავლეთში უფსკრულის პირას ვდგავართ, უნდა მოვშორდეთ მას, უნდა დავამუხრუჭოთ და უკუსვლა დავიწყოთ
ჯოზეფ ბორელი - ახლო აღმოსავლეთში უფსკრულის პირას ვდგავართ, უნდა მოვშორდეთ მას, უნდა დავამუხრუჭოთ და უკუსვლა დავიწყოთ

ახლო აღმოსავლეთში უფსკრულის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, უნდა დავამუხრუჭოთ და უკუსვლა დავიწყოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ისრაელის მემარჯვენე სამთავრობო კოალიციაში „ღრმა განხეთქილებაა“ მკაცრი ხაზის გამტარებლებს, რომლებსაც შურისძიება სურთ, და „უფრო ზომიერ და გონიერ“ ფრაქციას შორის.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელისგან ელოდება პასუხს ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმაზე, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას. ბორელმა, რომელიც 14 აპრილს ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს, აღნიშნა, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს უკეთესი ურთიერთობა ირანთან, მიუხედავად სანქციებისა, რომელიც ბლოკმა დაუწესა ისლამურ რესპუბლიკას მისი სადავო ბირთვული ენერგეტიკის პროგრამის გამო.

„ყველას ინტერესშია, რომ ირანი არ გახდეს ბირთვული ძალა და ახლო აღმოსავლეთი დამშვიდდეს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.