ჯოზეფ ბორელი - ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც, შესაძლოა, აფეთქდეს
ჯოზეფ ბორელი - ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც, შესაძლოა, აფეთქდეს

ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც, შესაძლოა, აფეთქდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკაშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან.

ამასთან, მისივე განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ახლა კრიტიკული ვითარებაა.

„ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც, შესაძლოა, აფეთქდეს. არის თავდასხმები ლიბანის ორივე საზღვარზე, არის თავდასხმები სირიაში, ერაყში, წითელ ზღვაში. მოვუწოდებთ ყველას, ეცადონ, თავიდან აიცილონ ესკალაცია. ჩვენ ვცხოვრობთ კრიტიკულ სიტუაციაში ახლო აღმოსავლეთში, მთელ რეგიონში და ვიდრე ღაზაში ომი გრძელდება, ძალიან მძიმე დასაჯერებელია, რომ წითელ ზღვაში მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან ერთი რამ მეორესთან არის დაკავშირებული. ეს არის დომინოს ეფექტი რეგიონში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.