ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება.
ამის შესახებ ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირი იმუშავებს, რომ რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის ერთთვიანი პერიოდში ბოროტად არ გამოიყენოს.
ბორელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაერო-ს სამართლებრივ ჩარჩოებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავმჯდომარეობა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გუშინ დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდება. საბჭოში თავმჯდომარე როტაციული პრინციპით, თვეში ერთხელ იცვლება.
Russia taking over today @UN Security Council presidency is fitting for April fools’ day
Despite being a permanent member of the Security Council, Russia continuously violates the very essence of the UN legal framework
The EU will stand against any abuse by Russian presidency
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) April 1, 2023