ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსის გადაცემაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსის გადაცემაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დარწმუნებულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის ანტისარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამის შესახებ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების მთავრობების ნაცვლად. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, უკრაინისთვის აუცილებელია რაკეტების გადაცემა.

„მაპატიეთ, მე არ მაქვს „პეტრიოტები“ აქ, ბრიუსელში, მაგრამ ისინი აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში და გადაწყვეტილება მათი მისაღებია. ყველამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი შესაძლებლობები და საჭიროებები, ასევე, უკრაინის დახმარების აუცილებლობა. სამუშაო გაგრძელდება და სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რისი უფლებაც მათ აქვთ. მათ ნაცვლად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებებს. მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ამას ვერ დავარქმევდი ზეწოლას, კოლეგებზე ზეწოლას არ ვახდენ, მაგრამ ვცდილობ, ავუხსნა, რათა ყველამ გაიგოს და გააცნობიეროს, რომ მხოლოდ კი არ შეწუხდეს, არამედ იყოს მზად ქმედებებისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ბორლემა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პრინციპის დონეზე შეთანხმდნენ ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.