ცნობილმა პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი, სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-ს, IBF-სა და IBO-ის ვერსიებით ჩემპიონი ენტონი ჯოშუა შემდეგ ორთაბრძოლას, დიდი ალბათობით, 2020 წლის აპრილში ჩაატარებს, – იტყობინება ვებგვერდი Boxingnews24. მისი მეტოქე იქნება ბულგარელი კუბრატ პულევი, რომელიც IBF-ის ვერსიით ჩემპიონობის ოფიციალური პრეტენდენტია.
ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ პულევთან ჩხუბზე უარის თქმის შემთხვევაში, ბრიტანელს IBF-ის საჩემპიონო ქამარი ჩამოერთმევა.
ამასთან, ედი ჰირნმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სანამ ამ ბრძოლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს, ის მოლაპარაკებებს გამართავს IBF-სა და WBO-ის ხელმძღვანელობასთან. WBO-ის ვერსიით ოფიციალური პრეტენდენტია უკრაინელი ალექსანდრ უსიკი. ორგანიზაციაში ასევე განაცხადეს, რომ ჯოშუას მხოლოდ 180 დღე აქვს იმისთვის, რომ უკრაინელთან ბრძოლა გამართოს.