სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით (WBA, WBO და IBF) მსოფლიოს ჩემპიონის, ბრიტანელი ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ თუ წლის ბოლოსთვის არ მოხერხდება ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის ორგანიზება, ჯოშუასა და ტაისონ ფიურის შორის, კუბრატ პულევის ძლევის შემთხვევაში, ბრიტანელი შეხვდება უკრაინელ ალექსანდრ უსიკსა და ბრიტანელ დერეკ ჩისორას შორის მოგებულს.
„უსიკი პრეტენდენტია ჯოშუასთან ბრძოლაზე, მაგრამ თავიდან ჩისორა უნდა დაამარცხოს. თუ ენტონი არ შეებრძოლება ფიურის ან უაილდერს, მაშინ დეკემბერში უსიკთან ან ჩისორასთან იბრძოლებს”, – განაცხადა ჰირნმა boxingnews24.com-თან კომენტარში.