ჯოშუა ფიურის ფავორიტად მიიჩნევს უაილდერთან ბრძოლაში
ჯოშუა ფიურის ფავორიტად მიიჩნევს უაილდერთან ბრძოლაში

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ოთხი ვერსიით (WBO, WBA: IBF, IBO) მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ პროგნოზი გააკეთა თანამემამულე ტაისონ ფიურისა და ამერიკელი დეონტეი უაილდერის მატჩ-რევანშზე.

„სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ფიური შეძლებს უაილდერის დამარცხებას. მგონია, რომ ის უფრო მალე იბრძოლებს ჩემს წინააღმდეგ, ვიდრე უაილდერი. ასე რომ, დიახ, მინდა ტაისონმა გაიმარჯვოს. ამის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ დიდ ბრიტანეთში ბრძოლის ორგანიზებას. წარმოგიდგენიათ, როგორი მასშტაბის ბრძოლა იქნება?!“ – განაცხადა ჯოშუამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ, საჩემპიონო ორთაბრძოლაში მექსიკელი ენდი რუისი დაამარცხა.

დეონტეი უაილდერსა და ტაისონ ფიურის შორის რევანში 22 თებერვალს, ლას ვეგასში გაიმართება. მათი პირველი ბრძოლა 2018 წლის 1 დეკემბერს შედგა და ფრედ დასრულდა.