ჯოშ რიჩარდსონი ტრავმის გამო მინიმუმ 2-3 კვირას გამოტოვებს
ჯოშ რიჩარდსონი ტრავმის გამო მინიმუმ 2-3 კვირას გამოტოვებს

„ფილადელფიამ” რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრა „ტორონტოსთან” დათმო (107-95). მარცხის გარდა „სიქსერსის” ფანებისთვის ამ შეხვედრაში კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. „ფილას” მსროლელმა ჯოშ რიჩარდსონმა მყესი დაიზიანა.

რიჩარდსონმა დაზიანება შეხვედრის პირველივე მეოთხედში მიიღო. როგორც შემდგომ გაირკვა კალათბურთელს 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „ფილადელფიას” ასევე დაშავებული ჰყავს ძირითადი ცენტრი ჯოელ ემბიდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში „სიქსერსს” ორი ძირითადი მოთამაშის გარეშე მოუწევს თამაში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, უფრო მეტი სათამაშო დრო ფურკან კორკმაზს მიეცემა.