ჯოშ რიჩარდსონი - ეს უკვე მეტისმეტია, ფორესტ გამპსაც ეს ვირუსი ჭირს?
ჯოშ რიჩარდსონი - ეს უკვე მეტისმეტია, ფორესტ გამპსაც ეს ვირუსი ჭირს?

მსოფლიოს სპორტული ცხოვრება რამდენიმე დღეში რადიკალურად შეიცვალა, მიზეზი კი კორონავირუსის ინფექციაა, რომელიც ჯერ რუდი გობერს, შემდგომ კი დონოვან მიჩელს დაუდასტურდა.

შექმნილ რთულ ვითარებას გამოეხმაურა „ფილადელფიას“ კალათბურთელი ჯოშ რიჩარდსონი.

„ჩვენ ამ საშინელი ამბის შესახებ დეტროიტის დამარცხების შემდეგ შევიტყვეთ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ ვირუსს ამხელა სირთულეების შექმნა შეეძლო. რუდი გობერი, დონოვან მიჩელი, ტომ ჰენკსი…. ფორესტ გამპსაც კი ეს სჭირს,“ – განაცხადა რიხცარდსონმა სოციალურ ქსელში.

ცნობილი მსახიობ ტომ ჰენკსს კორონავირუსი ავსტრალიაში დაუდგინდა, სადაც ის თავის ცოლთან, რიტა ვილსონთან ერთად იმყოფება.

დატოვე კომენტარი